სტატიის დასაწყისი:1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შეიქმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.ყოველივე ამ სისტემის შექმნას შესაბამისად საფუძველი დაედო საძიებო სისტემის შექმნამაც. საძიებო სისტემა(ინგლ. Search engine) არის კონკრეტული ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,თავის მომხმარებელზე. ძიება ამ შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებგვერდად სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ასევე არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც FTP სერვერზე-ზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
მოცემულია ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის პროცენტული მონაცემები:
ახლა განვმარტოთ თითოეული საძიებო სისტემის ერთგვარი ისტორია:
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ (ინგლ. Matthew Gray), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" ვებ გვერდზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.
მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა. ესენი იყვნენ Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, და AltaVista. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო Yahoo!-ც, თუმცა იმ დროისთვს მისი საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.
2000 წელს Yahoo!-მ წარმოადგინა ძიების სერვისი, რომელიც Inktomi საძიებო სისტემის ბაზას იყენებდა. Yahoo!-მ შეიძინა Inktomi და Overture (რომელიც ფლობდა AlltheWeb-ს და AltaVista-ს) 2003 წელს. 2004 წლამდე Yahoo! გუგლის ბაზას იყენებდა, 2004 წელს კი მან თავისი საძიებო სისტემა შექმნა.
P.sსაიტებზე დეტალური მასალა მოძიებულია ინტერნეტ სივრციდან ,რაც შეეხება სტატიას ეკუთვნის ჩვენს საიტს...!
იმედია საინტერესო სტატია გამოგვივიდა .! მადლობთ ყურადღებისთვის !